Language
  
Click for the Business Review of Foremost Systems LLC      Click for Arch Grants website
ჩვენი წევრები
ზაზა ფაჩულია
ძალიან მომწონს ივერია ტვ, შემიძლია ვუყურო ქართულ ტელევიზიას მაღალი ხარისხით ამერიკაში. თუ გინდათ ქართული არხების და ფილმების ურიცხვი არჩევანი, ჩართეთ ივერია!
ჩვენი არხები
ჩვენი თავდადება
როგორ მუშაობს?
ივერიაTV-ის ინოვაციური სერვისი საშუალებას გაძლევთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უყუროთ ქართულ და რუსულ ტელევიზიას და ფილმებს. დაივიწყეთ დაბალი ხარისხის ქართული ტელევიზიის ყურება თქვენს ლეპტოპზე. ჩვენი პარტნიორის Roku_ს დახმარებით ჩვენ შევქმენით იოლი, ელეგანტური გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი ჩვეულებრივი ტელვიზორი გადააქციოთ ინტერნეტ-მედია მიმღებად და ისიამოვნოთ შეუზღუდავი რაოდენობის ქართული და რუსული გადაცემებით.

ტექნიკური თვალსაზრისით რა არის საჭირო ივერიაTV დასაყენებლად?
ქართული ტელევიზიის მისაღებად საჭიროა ჩვენს საიტზე რეგისტრაცია. ჩვენ მოგაწვდით Roku-ს აპარატს, რომელიც თავსებადია ყველა თანამედროვე ტელევიზორთან HDMI ან RCA პორტების საშუალებით. თუკი უკვე გაგაჩნიათ Roku-ს აპარატი ან შეძენას აპირებთ, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ დაამატოთ ივერიაTV თქვენი Roku არხების სიას. ქართული და რუსული ტელევიზიის გარდა შეგიძლიათ უყუროთ ასეულობით სხვა პოპულარულ ინტერნეტ-არხს - ნეტფლიქსი, ამაზონი, ჰულუ, პანდორა და ა.შ.

გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლება?
აბსოლუტურად! არავითარი გრძელვადიანი კონტრაქტები ან ფარული გადასახადები. გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში. უბრალოდ შედით თქვენი კონფიგურაციის გვერდზე ჩვენს საიტზე და გააუქმეთ წევრობა. ნაწილობრივ გამოყენებული თვის ღირებულება არ ანაზღაურდება

როგორი ხარისხია?
ჩვენი სატელევიზიო არხები უმაღლესი ხარისხისაა! 720p! ჩვენი ფილმების ბიბლიოთეკაც ასევე საუკეთესო ხარისხის სტანდარტებს ემორჩილება. ასევე აღსანიშნავია, რომ IveriaTV-ს სერვისი მრავალი სათადარიგო სტრიმისგან შედგება და მოწოდების ხარისხის მაღალ გარანტიას იძლევა

თუ აშშ ან კანადაში არ ვცხოვრობ შემიძლია IveriaTV-ს გამოყენება?
ჩვენ მრავალი მოთხოვნა მოგვდის დაინტერესებული მომხმარებლებისგან, რომლებიც აშშ და კანადის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. მოცემულ მომენტში ჩვენ არ ვაწვდით სერვისს აშშ და კანადის ფარგლებს გარეთ. თუკი აშშ და კანადის ფარგლებს გარეთ გნებავთ სერვისის მიღება, გთხოვთ, მოგვწეროთ იმეილის მისამართზე და შეგატყობინებთ, როდესაც სერვისის მოწოდება შესაძლებელი გახდება თქვენს რეგიონში.

სად შეიძლება შევიძინო Roku-ს აპარატი?
Roku-ს აპარატის შეძენა შესაძლებელია ჩვენგან (ანგარიშის რეგისტრაციის დროს). თუკი გნებავთ მისი შეძენა დამოუკიდებლად, მისი შეძენა შესაძლებელია ან ინტერნეტში - Roku.com, ან Amazon.com, ან შემდეგ საყოფაცხოვრებო მაღაზიებში - Best Buy, Costco, Target, Walmart, Sam's Club.

რა უნდა ვქნა, თუ უკვე ვფლობ Rokus-ს აპარატს?
თუ უკვე გაქვთ Roku-ს აპარატი ან სურვილი გაქვთ თავად შეიძინოთ იგი, ჩვენს საიტზე პაკეტის არჩევის დროს მონიშნეთ 'უკვე მაქვს Roku'. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ჩართოთ ივერიაTV თქვენს Roku-ს აპარატზე.

რა სიჩქარის ინტერნეტი არის საჭირო იმისთვის, რომ ივერიაTV-მ ნორმალურად იმუშაოს?
რეკომენდირებული სიჩქარეა 1 მეგაბიტი წამში. შედარებისთვის, დღესდღეობით არსებული ინტერნეტ მომწოდებლების უმრავლესობა უზრუნველყოფს 2 ან მეტ მეგაბიტს წამში.



For more answers, please, visit our FAQ



© 2013 Foremost Systems. All Rights Reserved™   •   Terms of Use   •   Privacy Policy   •   Instructions