Language
select language english    აარჩიე ქართული ენა

Frequently Asked Questions

როგორ მუშაობს?

ივერიაTV-ის ინოვაციური სერვისი საშუალებას გაძლევთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უყუროთ ქართულ და რუსულ ტელევიზიას და ფილმებს. დაივიწყეთ დაბალი ხარისხის ქართული ტელევიზიის ყურება თქვენს ლეპტოპზე. ჩვენი პარტნიორის Roku-ს დახმარებით ჩვენ შევქმენით იოლი, ელეგანტური გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი ჩვეულებრივი ტელვიზორი გადააქციოთ ინტერნეტ-მედია მიმღებად და ისიამოვნოთ შეუზღუდავი რაოდენობის ქართული და რუსული გადაცემებით.

თქვენი კომპანია სად არის დაფუძნებული?

ივერიაTV არის Foremost System LLC.,-ს შვილობილი პროექტი. Foremost Systems LLC., დაარსებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი მისიაა საუკეთოსო ინტერნეტ-მედია პროდუქტების მოწოდება ხელმისაწვდომ ფასებში.

ტექნიკური თვალსაზრისით რა არის საჭირო ივერიაTV დასაყენებლად?

ქართული ტელევიზიის მისაღებად საჭიროა ჩვენს საიტზე რეგისტრაცია. ჩვენ მოგაწვდით Roku-ს აპარატს, რომელიც თავსებადია ყველა თანამედროვე ტელევიზორთან HDMI ან RCA პორტების საშუალებით. თუკი უკვე გაგაჩნიათ Roku-ს აპარატი ან შეძენას აპირებთ, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ დაამატოთ ივერიაTV თქვენი Roku არხების სიას. ქართული და რუსული ტელევიზიის გარდა შეგიძლიათ უყუროთ ასეულობით სხვა პოპულარულ ინტერნეტ-არხს - ნეტფლიქსი, ამაზონი, ჰულუ, პანდორა და ა.შ.

რა ღირს?

მხოლოდ $19.99 თვეში შეგიძლიათ უყუროთ შეუზღუდავ ქართულ ტელევიზიას და ფილმებს თქვენს ფართოეკრანიან ტელევიზორზე ნებისმიერ დროს. შეგიძლიათ დააპაუზოთ, უკან ან წინ გადაახვიოთ და განმეორებით უყუროთ. ნამდვილად ადვილია!

გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლება?

აბსოლუტურად! არავითარი გრძელვადიანი კონტრაქტები ან ფარული გადასახადები. გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში. უბრალოდ შედით თქვენი კონფიგურაციის გვერდზე ჩვენს საიტზე და გააუქმეთ წევრობა. ნაწილობრივ გამოყენებული თვის ღირებულება არ ანაზღაურდება

როგორი ხარისხია?

ჩვენი სატელევიზიო არხები უმაღლესი ხარისხისაა! ჩვენი ფილმების ბიბლიოთეკაც ასევე საუკეთესო ხარისხის სტანდარტებს ემორჩილება. ასევე აღსანიშნავია, რომ IveriaTV-ს სერვისი მრავალი სათადარიგო სტრიმისგან შედგება და მოწოდების ხარისხის მაღალ გარანტიას იძლევა

ჩემი Roku-ს პლეიერით კიდევ რისი გაკეთება შეიძლება?

Roku-ს ვიდეო პლეიერი, 6 მილიონზე მეტი გაყიდული ერთეულით, ინდუსტრიის საუკეთესო ვიდეო სტრიმერად ითვლება. მასზე არსებული 500-ზე მეტი ინტერნეტის არხი გართობის უსაზღვრო საშუალებებს იძლევა. ყველაზე პოპულარული ინტერნეტ არხების სიაში შედის Netflix, Amazon, Hulu, Pandora, Facebook, Fox News, Disnay და მრავალი, მრავალი სხვა!

თვიური გადახდა როგორ ხდება?

რეგისტრაციის დროს შეიყვანთ თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციას. პირველი უფასო თვის შემდეგ Iveria TV თქვენი საკრედიტო ბარათიდან ავტომატურად მოხდება გადახდა. თქვენი ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს - შემოდით ამ ვებსაიტზე, თქვენი ანგარიშის ინფორმაცია შეიყვანეთ და მონახეთ ღილაკი 'Cancel'

რა მეთოდებით შეიძლება გადახდა?

გადახდა შეიძლება ნებისმიერი საკრედიტო ან სადებიტო პლასტიკური ბარათით - ვიზა, მასტერკარდი, დისკოვერი ან ამერიკან ექსპრესი.

თუ აშშ ან კანადაში არ ვცხოვრობ შემიძლია IveriaTV-ს გამოყენება?

ჩვენ მრავალი მოთხოვნა მოგვდის დაინტერესებული მომხმარებლებისგან, რომლებიც აშშ და კანადის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. მოცემულ მომენტში ჩვენ არ ვაწვდით სერვისს აშშ და კანადის ფარგლებს გარეთ. თუკი აშშ და კანადის ფარგლებს გარეთ გნებავთ სერვისის მიღება, გთხოვთ, მოგვწეროთ იმეილის მისამართზე და შეგატყობინებთ, როდესაც სერვისის მოწოდება შესაძლებელი გახდება თქვენს რეგიონში.

სად შეიძლება შევიძინო Roku-ს აპარატი?

Roku-ს აპარატის შეძენა შესაძლებელია ჩვენგან (ანგარიშის რეგისტრაციის დროს). თუკი გნებავთ მისი შეძენა დამოუკიდებლად, მისი შეძენა შესაძლებელია ან ინტერნეტში - Roku.com, ან Amazon.com, ან შემდეგ საყოფაცხოვრებო მაღაზიებში - Best Buy, Costco, Target, Walmart, Sam's Club.

რა უნდა ვქნა, თუ უკვე ვფლობ Rokus-ს აპარატს?

თუ უკვე გაქვთ Roku-ს აპარატი ან სურვილი გაქვთ თავად შეიძინოთ იგი, ჩვენს საიტზე პაკეტის არჩევის დროს მონიშნეთ 'უკვე მაქვს Roku'. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ჩართოთ ივერიაTV თქვენს Roku-ს აპარატზე.

რა სიჩქარის ინტერნეტი არის საჭირო იმისთვის, რომ ივერიაTV-მ ნორმალურად იმუშაოს?

რეკომენდირებული სიჩქარეა 1 მეგაბიტი წამში. შედარებისთვის, დღესდღეობით არსებული ინტერნეტ მომწოდებლების უმრავლესობა უზრუნველყოფს 2 ან მეტ მეგაბიტს წამში.

ივერიაTV თუ არ მომეწონა, გაწყობის ღირებულებას დამიბრუნებთ?

ერთჯერადი გადასახადი აუცილებელია იმისთვის, რომ დაფარულ იქნას Roku-ს აპარატის ღირებულება. თუ რაიმე მიზეზით გადაწყვიტეთ ივერიაTV-ზე უარის თქმა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი წევრობა, დაგვიბრუნოთ ჩვენი Roku-ს აპარატი და ჩვენ აგინაზღაურებთ მის ღირებულებას.

როგორ გავაუქმო ჩემი ანგარიში?

თქვენი ანგარიშის გასაუქმებლად, დააჭირეთ ღილაკს 'Login' ჩვენი ვებსაიტის მარჯვენა, ზედა კუთხეში. შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, აარჩიეთ 'Recurring fees', შემდეგ 'Options' და საბოლოოდ 'Cancel'

IveriaTV რატომ არ მუშაობს ჩემს Roku პლეიერზე?

IveriaTV ოპტიმიზირებულია თქვენი Roku პლეირის HD განლაგებისთვის. შეამოწმეთ თქვენი პლეირის ეკრანის კონფიგურაცია - თქვენს Roku პლეიერის ძირითად მენიუში შედით 'Settings'-ში, შემდეგ 'Display type'-ში და აირჩიეთ 'HDTV 720p' ან 'HDTV 1080p'

როგორ დავამატო Iveria TV ჩემს საკაბელო სერვისს Comcast, AT&T, Charter და სხვა?

Iveria TV-ს მიღება შესაძლებელია მხოლოდ Iveria TV პლეირებზე, როგორიც არის Roku. Iveria TV სერვისი არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენს საკაბელო სერვისზე

Still have questions? Send us an email at or call us 1-713-481-5234
რეგისტრაცია



© 2018 Sobu Soft Inc. All Rights Reserved™   •   Terms of Use   •   Privacy Policy   •   Instructions